შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა
13 ნოემბერი, 2023
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩანჩხალოს საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
3,5კმ. სიგრძის მონაკვეთზე თანამედროვე სტანდარტების ასფალტ-ბეტონის საფარი მოეწყო.
პროექტის ფარგლებში ასევე ხელოვნური და დამცავი ნაგებობები აშენდა.
აღნიშნული გზა ტურისტული მნიშვნელობის არის და გომარდულის საკურორტო ზონას, ბარათაულის თემს, სოფელ სხეფსა და თერნალს უკავშირდება.
იხილეთ გალერეა