აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

აჭარის მთავრობა ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 273 ოჯახს დაეხმარება

03 ნოემბერი, 2023

სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სტიქიის და ხანძრის შედეგად დაზარალებული 275 ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს. დადებითად გადაწყდა 273 ოჯახის საკითხი.

სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციით და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების აღდგენა-გამაგრების, ან ადგილმონაცვლეობისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 729 133 ლარი გამოეყოფათ.

„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე კომისიის წევრებმა განიხილეს ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაცია დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ.

სხდომაზე კომისიის წევრებმა რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი საკითხები განიხილეს.

მიმდინარე წელს, ამავე კომისიის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან,  520 ოჯახზე უკვე  გამოყოფილია 4 676 395 ლარი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები