კონფერენცია ,,კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“
16 ნოემბერი, 2023
საქართველოში ,,კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების“ შესახებ, მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე დაესწრო.
მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამართლიანი კონკურენციის პრინციპებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ჯანსაღი კონკურენციის, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი ბიზნესის განვითარებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტიანი მექანიზმების ამოქმედება.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება კონკურენციის სამართლის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმებისა და მარეგულირებელი უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობები.
სამ დღიანი ღონისძიება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
საჯარო უწყების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის, დარგის ექსპერტების და კოლეგა უწყებების წარმომადგენელთა კონფერენციაში ჩართულობა კიდევ უფრო გაზრდის სინერგიას მონაწილეთა შორის.
იხილეთ გალერეა