აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo -2023 გაიხსნა

17 ნოემბერი, 2023

თბილისში 17 ნოემბერს, გამოფენების ცენტრში „ექსპოჯორჯია“ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების რიგით 21-ე საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech/Expo -2023 გაიხსნა.

გამოფენას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ დირექტორი, რესან ქიქავა და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე, ქაზიმ ქართალი დაესწრო.

მიმდინარე წელს, გამოფენაში Agro/Food/Drink/Tech/Expo 8 ქვეყნის (საქართველო, იტალია, პოლონეთი, თურქეთი, უკრაინა, ინდოეთი, ჩინეთი, ბელარუსი) 70 კომპანია მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები და სხვა. გამოფენაზე დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია.

გამოფენის პარალელურად, „ექსპოჯორჯია“ სხვადასხვა ღონისძიებას მასპინძლობს. ჩატარდა სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის გეგმები და შესაძლებლობები“. ამასთან, 17-18 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) პარტნიორობით, იმართება „აგრობაზარი“, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს და შეიძინოს მაღალი ხარისხის ქართული ავთენტური პროდუქცია (რძის ნაწარმი, ლორი, თაფლი, ჩირი, ჩურჩხელა, მურაბა, აჯიკა, ჩაი და სხვა).

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ცხელი ხაზი +995 599 78 73 58

ბმულები