აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე გრძელდება

21 ნოემბერი, 2023

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Titf 2023“ გაეცნენ. აჭარის სტენდთან ვიზიტორებს აჭარაში და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლოთ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გამართეს მსხვილ ტურისტულ, მარკეტინგულ და ტურიზმის ასოციაციების წარმომადგენლებთან. სამომავლო თანამშომლობის მიზნით ისინი ასევე შეხვდნენ უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის, უზბეკეთის ავიახაზებისა და ავიაკომპანია ‘Scat’-ის მენეჯმენტს. შეხვედრებზე, რომლებშიც აქტიურად იყო ჩართული უზბეკეთში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელობა,  უზბეკეთიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ცნობისთვის, ტაშკენტიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ავიაკომპანია Uzbekistan Airways-მა გასულ წელსა დაიწყო. მიმდინარე წელს კი ფრენები მაისიდან ოქტომბრამდე ხორციელდებოდა.   

წელს, უზბეკეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა  15,000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. მასში 30 ქვეყნის 300-ზე მეტი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი  მონაწილეობდა.  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იყო წარმოდგენილი. 2024 წლისთვის, უზბეკეთიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული კომპანიების მოწვევა პრეს და ინფოტურების ფარგლებში დაიგეგმა. ისინი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პოპულარიზაციას უზბეკეთში გაუწევენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები