პოლიეთილენის გრანულების ახალი საწარმო გაიხსნა
21 ნოემბერი, 2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში პოლიპროპილენის და პოლიეთილენის გრანულების ახალი საწარმო გაიხსნა, გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა აჭარის სოფლის მეურნოების მინისტრის მოადგილე უჩა სურმანიძე, USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პანელი, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დირექტორი ლუიზა ნამიჩეიშვილი.
საწარმო USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. რომელიც აჭარისა და გურიის რეგიონებში დაგროვილი პლასტმასის ნარჩენებით ამზადებს გრანულებს, რითაც შემდეგ მზადდება პლასტმასის სხვადასხვა პროდუქცია.
შპს „აგროექსპორტი“ რამდენიმე ტიპის საქმიანობას ახორციელებს აჭარის რეგიონში. კომპანია აწარმოებს ჩაის, იბარებს ციტრუსს და ახდენს მათ ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში.
იხილეთ გალერეა