აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

საქართველოში ეკო-დერეფნის ფონდი დაარსდება

17 თებერვალი, 2015

აჭარის მთავრობის აპარატის საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ნაყეური და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე მთავრობის აპარატში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებს შეხვდნენ. კავკასიის ეკო-კორიდორების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იან სტრიტი, ეროვნული კოორდინატორი რუსუდან ჭოჭუა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF კავკასიის ოფისის კონსერვაციის დირექტორი ნუგზარ ზაზანაშვილი მუშაობენ პროექტზე ,, კავკასიის ეკო დერეფანი“ , რომელიც აჭარის რეგიონის ტყეებსაც მოიცავს.

პროექტი ითვალისწინებს შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფას, ეკოლოგიური მიწათსარგებლობის პრაქტიკის ინიცირებასა და დანერგვას შერჩეული ეკოლოგიური დერეფნებისთვის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. პროექტის მიზანს წარმოადგენს, რომ აღნიშნული ეკო-დერეფნები რეგიონული ეკოლოგიური ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამავდროულად პროგრამის მიზანია ტყის ფონდის დაარსება, რომელიც იქნება მდგრადი მიწათსარგებლობის პრაქტიკის დანერგვის ინსტრუმენტი ეკოლოგიურ დერეფნებში.

პროექტი ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია WWF-ის მიერ გერმანიის განვითარების ბანკის KFW მხარდაჭერით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

144

სოციალური ქსელები

ბმულები