აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების კომისია

2016 -2019 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვები იწყება

28 აპრილი, 2015

2016 -2019 წლების საშუალოვადიან პრიორიტეტებს აჭარის ა.რ სამინისტროები,საქვეუწყებო დაწესებულებები და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციები საზოგადოებას 1-8 მაისის ჩათვლით წარუდგენენ. გადაწყვეტილება პრიორიტეტების კომისიის სამუშაო შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მიიღეს. საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვებში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება. შეხვედრებს სერვისების მომხმარებლები,სამოქალაქო ჯგუფები,დონორები და საჯარო უწყებები დაესწრებიან. საშუალოვადიან პრიორიტეტებში ყველა უწყების განვითარების გეგმა დეტალურად არის ასახული. 

საჯარო შეხვედრები დისკუსიის ფორმატით წარიმართება. დაინტერესებული მხარეების შენიშვნები და წინადადებები პრიორიტეტების კომისიას წარედგინება. საინტერესო რეკომენდაციები, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში აისახება. 

შეხვედრების განრიგის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: 


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

სოციალური ქსელები