აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

დებულება

01 იანვარი, 2015

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის, 22-23-ე მუხლებისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად:


1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანდართული დებულება.


2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 62 (სამოცდაორი) საშტატო ერთეულით. (14/01/2016)


3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N40 დადგენილება (გაზეთი ,,აჭარა’’ N54, 06.04.07., გვ. 13-15).


4. დადგენილება ამოქმედდეს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის ამოქმედებისთანავე. იხილეთ სრულად...


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები