სამინისტროს 2016-2019 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა
14 მაისი, 2015
2015 წლის 7 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016-2019 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელები, სამინისტროს დეპარტამენტებისა და განყოფილებების უფროსები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
საჯარო შეხვედრა დისკუსიის ფორმატით წარიმართა. დაინტერესებული მხარეების შენიშვნები და რეკომენდაციები საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში იქნება ასახული.
იხილეთ გალერეა