აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი

12 თებერვალი, 2019

კოორდინატები: ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. 77
ტელ. (0422) 22–36–94; 27–65–64
ელ-ფოსტა: bat.arch.museum@gmail.com;  
ვებ გვერდი: www.ajaramuseums.ge
Facebook: ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
                    აჭარის მუზეუმი


ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის  ისტორია


      ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ფუნქციონირებს 1994 წლიდან. მუზეუმი ორიენტირებულია მნახველთა რაოდენობის გაზრდასა და სამიზნე აუდიტორიის გაფართოებაზე. მის პრიორიტეტებს წარმოადგენს მხარის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა, მუზეუმის დამთვალიერებლებისათვის სამუზეუმო მომსახურების სხვადასხვა ფორმის შეთავაზება, საექსპოზიციო და სამეცნიერო-კვლევით მუშაობის სრულყოფა. მუზეუმი მუშაობას წარმართავს სამი მთავარი მიმართულებით: 1. სამუზეუმო მუშაობის სრულყოფა და პოპულარიზაცია, 2. სამეცნიერო-კვლევითი და საექსპედიციო მუშაობა, 3. კულტურულ საგანმანათლებლო საქმიანობა.

მუზეუმის ფონდებში თავმოყრილია აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის ნივთიერი კულტურის ძეგლები. სისტემატურად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის კამერალური დამუშავება, კატალოგიზაცია, პასპორტიზაცია. მუზეუმში ფუნქციონირებს სარესტავრაციო ლაბორატორია, ფოტოლაბორატორია და არქივი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, კერამიკული სტუდია-სახელოსნო, მაღაზია-სალონი.

მხარის ისტორიისა და ნივთიერი კულტურის წარმოჩენას ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი აქ დაცული არტეფაქტების ექსპონირების მეშვეობით ახორციელებს. 2007 წელს პირველად გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო-პოპულარული გამოფენა, რომელიც დამთვალიერებელს აცნობს მხარის უძველეს ისტორიასა და კულტურას ცალკეული ეპოქების მიხედვით. 2014 წელს განხორციელდა მუზეუმის რეაბილიტაციარეკონსტრუქცია და განახლდა ექსპოზიცია. ამავე წელს მოეწყო და გაიხსნა მუზეუმის ოქროს საგანძურის გამოფენა.

მუზეუმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სამეცნიერო-კვლევითი მუშაობაა. ამ მიზნით მუზეუმში მიმდინარეობს მოპოვებული მასალის მეცნიერული შესწავლა, ხორციელდება ერთობლივი კვლევები სხვადასხვა ქვეყვის სპეციალისტებთან ერთად. კვლევის შედეგები აისახება სამუზეუმო გამოცემებშიმომზადდა და გამოიცა მუზეუმის შრომების ექვსი ტომი. ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდა მონოგრაფიაფიჭვნარი“ 7 ტომი, კატალოგები: „ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს საგანძური“, „აჭარა ენეოლით-ბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში“, „ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ნუმიზმატიკური საგანძური“. თანამშრომელთა ნაშრომები სისტემატურად იბეჭდება რესპუბლიკურ თუ საზღვარგარეთის სამეცნიერო გამოცემებში.

ფონდების შევსების მიზნით  ხორციელედება საველე კვლევა-ძიებანი. 1998 წლიდან ბათუმის არქეოლოგიური და ოქსფორდის უნივერსიტეტის აშმოლის მუზეუმების ფიჭვნარის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ახალი აღმოჩენებით გაამდიდრა მუზეუმის საგანძური.

მუზეუმს აქვს საკმაოდ ფართო საერთაშორისო კავშირები. არსებული მემორანდუმების მიხედვით დასახულია საინტერესო ერთობლივი ღონისძიებები.  2018 წლისათვის გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნივთიერი კულტურის ძეგლების ზოგიერთი სახეობის მოძრავი გამოფენის მოწყობა პოლონეთის ქალაქ კატოვიცაში. მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები.

სხვადასხვა ასაკის მოზარდებისა და ახალგაზრდების სამუზეუმო საქმიანობაში ჩართვის მიზნით ხორციელდება საგანმანათლებლო პროექტები: „სახალისო არქეოლოგია“, „კერამიკა და ქიმიის საიდუმლოებები“, „სამკაულის ხელოვნება“, „მეთუნეობა კოლხურ კულტურაში“, „იმოგზაურე წარსულში“, „მძივის ისტორია“, „მევენახეობა-მეღვინეობა აჭარაშიდა სხვ. სპეციალურად გამოყოფილ სამუზეუმო სივრცეში მოწყობილია იმიტირებული არქეოლოგიური ველი, სადაც მოსწავლეები  პრაქტიკულად გადიან არქეოლოგიური სამუშაოების ყველა ეტაპს. ფუნქციონირებს კერამიკული სახელოსნო, სადაც მოსწავლეები ეცნობიან მეთუნეობის ტრადიციულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს, ამზადებენ მუზეუმში დაცული არტეფაქტების ასლებს.

მუზეუმს აქვს მდიდარი სპეციალიზირებული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

სამუზეუმო საქმიანობის პოპულარიზაციისა და ტურისტდამთვალიერებელთა მოზიდვის მიზნით ტურისტული სეზონის განმავლობაში ფიჭვნარის ექსპედიციის ბაზაზე ფუნქციონირებს მუზეუმის დამხმარე ფონდების ექსპონატების მოძრავი გამოფენა. მუზეუმის ფოიეში მოწყობილია ეთნო­არქეოლოგიური და იაპონიის კულტურის ამსახველი არტეფაქტების გამოფენა.  მზადდება ფლაერები, ღია ბარათები, სტიკერები, მუზეუმის სიმბოლიკიანი პარკები და სხვ. ქალაქის სხვადასხვა ადგილებში განთავსებულია მუზეუმის ბანერები. სისტემატურად მიმდინარეობს მუზეუმის ვებ-გვერდზე ინფორმაციის გაახლება, ღონისძიებების დაანონსება და მათი ამსახველი მასალის განთავსება. ფუნქციონირებს მუზეუმის facebook-გვერდი, რამაც ხელი შეუწყო სოციალური ქსელის მეშვეობით მუზეუმის მეგობართა და დამთვალიერებელთა რაოდენობის ზრდას.

2009 წლიდან მუზეუმში ფუნქციონირებს სპეციალიზირებული მაღაზიასალონი, რომელიც პოპულარობით სარგებლობს მუზეუმის დამთვალიერებელთა შორის.

 

 მუზეუმის ძირითადი მიზნები და აქტივობები:

 

1. სამუზეუმო საქმის პოპულარიზაცია და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ჩართვა

ექსპოზიციის პერიოდულად შევსება

კატალოგების და ბუკლეტების მომზადება

მინაბაძების დამზადება

საექსკურსიო მარშრუტების შემუშავებაგანხორციელება აჭარის ტერიტორიასა და მომიჯნავე ტერიტორიებზე

ტურისტების მოზიდვის მიზნით ბანერებისა და ფლაერების დამზადება

მოძრავი გამოფენების მოწყობა

2. საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება

თემატური ექსკურსიაგაკვეთილების ჩატარება მოსწავლეებისათვის

ტრენინგებისა და ვორქშოფების ორგანიზება აჭარის საჯარო სკოლების ისტორიის მასწავლებლებისათვის

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობა

მასტერკლასების ჩატარება

ერთობლივი კონფერენციების მოწყობა

სტუდენტებისა და მოსწავლეების ჩართვა საველეარქეოლოგიურ სამუშაოებში

3. სამეცნიეროკვლევითი მუშაობა

ექსპედიციების მოწყობა

მასალის კამერალური დამუშავება, რესტავრაცია, ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, საფონდო მუშაობა (კატალოგიზაცია, ინვენტარიზაცია)

სამეცნიერო ნაშრომების მომზადებაგამოქვეყნება

სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზება და მონაწილეობა რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში

 



კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები