აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

„აჭარის ხელოვნების მუზეუმი“

16 იანვარი, 2019

მისამართი: ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ. №8
ტელ: (0422)  27 38 94; 27 62 28
ვებ-გვერდი: www.ajaramuseums.ge

მუზეუმის ისტორია - აჭარის ხელოვნების მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1998 წლის 19 დეკემბერს და იგი თანამედროვე ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერაა. მუზეუმი ფლობს ექსპონატების სოლიდურ კოლექციას, რომელიც იძლევა ნათელ წარმოდგენას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ძირითად ეტაპებზე. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის შესანიშნავ მხატვართა მთელი პლეადა: ნ. ფიროსმანი, გ. გაბაშვილი, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ე. ახვლედიანი, მ. ბერძენიშვილი, ე. კალანდაძე, ზ. ნიჟარაძე, ნ. იგნატოვი, თ. გოცაძე, გ. ბუღაძე, რ. ფეტვიაშვილი და სხვა ოსტატები, რომლებმაც ქართულ ხელოვნებას საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი. 

ხელოვნების მუზეუმი განთავსებულია ბათუმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი არქიტექტორის, კახა ჯავახიშვილის, მიერ (1949 წ.). ეს მონუმენტური ნაგებობა გამოირჩევა თავისი ფუნქციონალური სტრუქტურით და ესთეტიკური გამომსახველობით, ხასიათდება მკაცრი, დახვეწილი არქიტექტონიკით, დეკორის სისადავით. ფასადს ამშვენებს გამოჩენილი მოქანდაკის - თამარ აბაკელიას - მიერ შესრულებული რელიეფური ფრიზი (1951-52 წწ.).


ხელოვნების მუზეუმის ძირითადი მიზნები და აქტივობები. ხელოვნების მუზეუმს ვრცელი სამუშაო პროგრამა აქვს. ეწყობა პერსონალური, ჯგუფური, რეტროსპექტული გამოფენები, მუსიკალური საღამოები და  თეატრალიზებული წარმოდგენები, ხორციელდება სხვა კულტურულ-შემეცნებითი პროექტები, რაც მუზეუმს თავისებურ სპეციფიკას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

აჭარის ხელოვნების მუზეუმის მისია განისაზღვრება შემდეგი პრინციპებით:
1. კულტურული მემკვიდრეობის 
ქრონოლოგიური დაკომპლექტება, დაცვა, პრეზენტირება
2. სახვითი ხელოვნებისა და კულტურის სფეროში მიმდინარე თანამედროვე, 
ინოვაციური პროცესების ინტერპრეტირება
3. საგანმანათლებლო, კულტურულ-შემეცნებითი და სინთეზური პროგრამების 
განხორციელება კულტურული ტურიზმის პერსპექტივის გათვალისწინებით

ზემოჩამოთვლილ სფეროთა გააქტიურების მიზნით ყოველი პროექტი, რომელსაც მუზეუმი ახორციელებს, უნდა ვაქციოთ ღირსშესანიშნავ მოვლენად აჭარის კულტურულ ცხოვრებაში, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს რაც შეიძლება ფართო აუდიტორიის მოთხოვნებსა და ინტერესებს შემდეგ კატეგორიებში:
• დამთვალიერებელი
• მსმენელი
• თანამონაწილე
მუზეუმი პრიორიტეტებად მიიჩნევს: 
1. მუზეუმის ადგილმდებარეობა ( ქალაქის ცენტრი ) და მისი ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივა.
2. საექსპოზიციო ესთეტიკა.
3. სინთეზური პროექტების მრავალფეროვნება.

4. ART პედაგოგიკის საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები ასაკობრივი 
სკალის მიხედვით:
ა) საკვირაო არტ-სტუდია პატარებისთვის (სურვილისამებრ მშობლების მონაწილეობით). 
ბ) ლექცია-სემინარები სამხატვრო სპეციალობის სტუდენტებისთვის.
გ) კონსულტაციები სახვითი ხელოვნებით დაინტერესებული თავისუფალი მსმენელებისთვის.

მუზეუმში ფუნქციონირებს ბავშვთა ხელოვნების სტუდია, სადაც 6 – 10 წლამდე ბავშვები ეუფლებიან ხატვას, ესთეტიკას, ხელოვნების ისტორიას. 

რეზიუმე - ყოველ მუზეუმს თავისი განსაკუთრებული სახე, ესთეტიკა გააჩნია.

აჭარის ხელოვნების მუზეუმი, ჩვენი დროის სწრაფმიმდინარე პროცესების ფონზე ახორციელებს თავის მისიას, ეხმიანება კულტურისა და ხელოვნების სფეროში განვითარებულ თანამედროვე პროცესებს, იცავს და წარმოაჩენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სამუზეუმო ფონდის იმ ნაწილს, რომელსაც აჭარის ხელოვნების მუზეუმი წარმოადგენს.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები