აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე

12 თებერვალი, 2019

ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქ. 1/5
ელ. ფოსტა: casbatumi@gmail.com
ვებ-ბლოგ მისამართი: www.casbatumi.ge
Instagram: casbatumi

თანამედროვე ხელოვნების სივრცის მოკლე ისტორია

სახელოვნებო სივრცის შექმნის იდეა 2011 წელს გაჩნდა. წლების განმავლობაში არსებობდა ახალგაზრდა ხელოვანთა ჯგუფის სურვილი, რომ ბათუმში არსებულიყო თავისუფალი, მულტიმედიური სივრცე, რომელიც შეითავსებდა, როგორც საგამოფენო, ასევე საგანმანათებლო ფუქნციას.  საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ერთიანი სახელოვნებო სივრცე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მედიასა და ხელოვნების მიმართულებებს.

2012 წელს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა ბათუმელ ხელოვანთა გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბათუმელი მხატვრების, ფოტოგრაფების, მოქანდაკეებისა და განათების დიზაინერების ნამუშევრები. აქვე შედგა, ასევე, თეატრალური პერფორმანსი. აღნიშნულმა გამოფენამ საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, რამაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ბათუმში თანამედროვე ხელოვნების სივრცის არსებობის აუცილებლობა. 

2012 წლის ნოემბერში და 2013 წლის აპრილში ფონდმა - "ღია საზოგადოება საქართველო" - ჩაატარა სემინარი ხელოვნების მენეჯმენტისა და მართვის მიმართულებით. თურქი და ამერიკელი ექპერტების - ბერალ მადრასა (Beral Madra, IS) და ლიდია მეთიუს (Parson School, NY) - დამხარებით გამოიკვეთა სივრცის ძირითადი პრიორიტეტები და მისი განვითარებისთვის აუცილებელი საჭიროებები.

„სმირნოვი და საროკინის ფონდის“ დახმარებითა და ევგენია ქიქოძის კურატორებით 2012 წლის ოქტომბერში მოეწყო წამყვანი თანამედროვე რუსი ხელოვანების გამოფენა "სატურნალია". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ისეთ მხატვრთა ნამუშევრები, როგორიც არიან - ირა კორინა, სერგეი საპოჟნიკოვი, ვლადიმირ ლოგუტოივ, ჯგუფი „ მილო“ და ა.შ. 
თითოეულ ღონისძიებას 100-დან 400-მდე ადამიანი ესწრებოდა, რამაც თანამედროვე ხელოვნების სიცვრცის შექმნის ინტერესი და აუცილებლობა კიდევ უფრო გამოკვეთა. ამის შემდეგ არსებულმა საინიციატივო ჯგუფმა დაიწყო მოლაპარაკება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან სივრცის მუდმივ საგამოფენო და შეკრების ადგილად ჩამოყალიბების თაობაზე. მოგვიანებით შემუშავდა დაწესებულების კონცეფცია და პროგრამა, რომელიც ჯგუფმა წარუდგინა სამინისტროს.

2014 წელს დაარსდა ა(ა)იპ თანამედროვე ხელოვნების სივრცე. როგორც სამინისტროსთან არსებულ დაწესებულებას, სამინისტრომ სივრცისთვის პროგრამული და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხები გამოყო.

გამოფენებისა და სემინარების პოტენციური აუდიტორიის გარკვევის მიზნით სივრცის თანამშრომლებმა აუდიტორიის მოკლვევა ჩაატარეს.  ამ მონაცემების გათვალისწინებით შემუშავდა სივრცის პროგრამა.

თანამედროვე ხელოვნების სივრცის ძირითად მიზანს წარმოადგენს ხელოვანებისათვის  განსხვავებული პლატფორმისა და ახალი შესაძლებლობის შექმნა. ძირითად აქტივობებს შეადგენს სხვადასხვა ტიპის გამოფენების მოწყობა, სემინარებისა და ვორკშოპების ორგანიზება.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები