აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ა(ა)იპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა

12 თებერვალი, 2019

მისამართი: ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ.N 20
ტელ.: (0422) 27 03 42

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის ისტორია

ქ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა 1899 წელს დაფუძნდა. მის ბაზაზე 1928 წელს შეიქმნა სამუსიკო სასწავლებელი. 2008 წლიდან სამუსიკო სკოლის და სასწავლებლის ბაზაზე ჩამოყალიბდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა (თერთმეტწლედი), სადაც ფუნქციონირებს საფორტეპიანო, საორკესტრო, საგუნდო–სადირიჟორო და ვოკალური განყოფილებები.სკოლა 3 საფეხურიანია: I-VIკლ.–დაწყებითი; VII-IXკლ.–საბაზო; X-XIკლ.–სპეციალური;
სკოლაში ასწავლიან მაღალკვალიფიციური პედაგოგები.მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონკურსებში,სადაც აღწევენ წარმატებებს.სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ უმაღლეს საფეხურზე, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთაც.

სამუსიკო სკოლის ძირითადი მიზნები და აქტივობები:

სახელოვნებო პროფესიული სამუსიკო განათლების მიღება ხელს შეუწყობს პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას, გარე სამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას. ასევე, ხელს შეუწყობს ეროვნული კულტურის წარმოჩენას საზღვარგარეთის ქვეყნებში..
ტრადიციული მუსიკალური ღონისძიებები: კონკურსები, კვირეულები და სხვა; ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა რეგიონალური კონკურსი; შიდა სასკოლო კონკურსი-ეტიუდის,პიესის და პოლიფონიის საუკეთესო შემსრულებელი.
სკოლის პედაგოგთა კლასის კონცერტები-წლის მანძილზე:დედის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ვაჟების მონაწილეობით.
მუსიკის კვირეული: საფორტეპიანო, საორკესტრო,ვოკალური განყოფილების მოსწავლეთა კონცერტი; საგუნდო მუსიკის კონცერტი;
თემატური კონცერტები;საანგარიშო კონცერტები;კამერული მუსიკის საღამოები. სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორთა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტები; მუსიკალური ვიქტორინები; დამსახურებულ პედაგოგთა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები;
პედაგოგთა კლასის კონცერტები; მოწვეული ცნობილი პიანისტების მასტერკლასები.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა ახორციელებს აჭარის განათლების, კულტურის,სპორტის სამინისტროს 2014 წლის პროგრამის ,,კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამუსიკო სკოლებში საორკესტრო მიმართულების განვითარების პროექტს.

პედაგოგთა მაღალი შემოქმედებითი აქტივობის შედეგად გამოვლინდა მრავალი ნიჭიერი მოსწავლე, რომლებმაც მიაღწიეს წარმატებებს რეგიონის, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ღონისძიებებსა და კონკურსებში.

2013 წელს ჩატარდა შენობის სარემონტო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები.მოეწყო დიდი და მცირე საკონცერტო დარბაზები, სადაც რეგულარულად ტარდება კლასიკური მუსიკის კონცერტები.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები