აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ა(ა)იპ ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა

12 თებერვალი, 2019

ა(ა)იპ ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა
მისამართი: ბათუმი, ფიროსმანის ქ. №16

ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოკლე ისტორია

1911 წელს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა, დიმიტრი პახომოვმა, ბათუმში მოღვაწე მხატვრები შემოიკრიბა  და დააარსა სამხატვრო სტუდია, რომელიც 1918 წელს კერძო სასწავლებლად ჩამოყალიბდა. მოგვიანებით, 1936 წელს სამხატვრო სტუდია სახელმწიფო სასწავლებლად გადაკეთდა.

1942 წელს პედაგოგებისა და სტუდენტების მეორე მსოფლიო ომში გაწვევის გამო სასწავლებელმა შეწყვიტა ფუნქციონირება. მისი აღდგენა 1970 წელს მოხერხდა და მას ქართველი მხატვრის - ნიკოლოზ კანდელაკის სახელი მიენიჭა.

2010 წლიდან სასწავლებელი გამოყენებითი ხელოვნების სამხატვრო სკოლად გადაკეთდა. სასწავლებელმა თავისი არსებობის მანძილზე აღზარდა 600-ზე მეტი ხატვისა და ხაზვის მასწავლებელი და სხვა კვალიფიციური კადრი.

ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2016 წელს გამოიცა საიუბილეო ილუსტრირებული წიგნი-ალბომი.

აჭარის მასშტაბით პერიოდულად ეწყობა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენები.

სასწავლებლის კურსდამთავრებულები დღეს წარმატებით მოღვაწეობენ როგორც საქართველოში, ისე - უცხოეთში. მრავალი მათგანი აჭარის მაღალმთიანი რაიონების სკოლებში სახვითი ხელოვნების მასწავლებლად და უმაღლეს სასწავლებელში პროფესორ-მასწავლებლებადაა დასაქმებული.

სასწავლებელი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებულია საპატიო სიგელებითა და მედლებით.




კალენდარი

<<
<აგვისტო 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
312930311234
32567891011
3312131415161718
3419202122232425
352627282930311
362345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები