აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა

11 თებერვალი, 2019

ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა
ბათუმი,  ტაბიძის ქ. №11   
ტელ.:  (0422) 24 02 89; 24 02 87
ელ-ფოსტა: info@afas.ge
ვებ-გვერდი: www.afas.ge   

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ისტორია

1957 წლის 1 სექტემბერს ქ. ბათუმში გაიხსნა თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ბათუმის ფილიალი. ამ დროისთვის სასწავლებელში მხოლოდ 2 განყოფილება არსებობდა: საბიბლიოთეკო და საკლუბო. საკლუბო განყოფილება იყოფოდა სადირიჟორო და ქორეოგრაფიულ ჯგუფებად. 

1964 წლიდან სასწავლებელს შეუწყდა დაფინანსება და იგი ბათუმის ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელს შეუერთეს.
1965 წლის ოქტომრიდან დაწესებულება ისევ აღდგა როგორც თბილისის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებლის ფილიალი. 1967 წელის იანვრიდან კი ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სასწავლებელი. ამავე პერიოდში მას დაემატა სარეჟისორო ფაკულტეტი. 

წლების განმავლობაში სასწავლებლის უამრავი კურსდამთავრებული დასაქმდა  საბიბლიოთეკო, საგუნდო-სადირიჟორო, საკლუბო და ქორეოგრაფიულ დარგში. ისინი მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

სასწავლებელთან არსებულ მხატვრულ კოლექტივებს არაერთი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატის წოდება აქვთ მოპოვებული. 
არცთუ ცოტა კურსდამთავრებული მუშაობს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, ასევე რესპუბლიკის, ქალაქის, ცენტრალურ და რაიონულ ბიბლიოთეკებში.

1997 წლიდან სასწავლებელში გაიხსნა ახალი ფაკულტეტი-,,ტრადიციულ-თანამედროვე ჩაცმულობის მოდელიერი’’, რაც ითვალისწინებდა სასცენო კოსტუმების მკერავების აღზრდას.

1998 წელს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლიდან გადმოტანილ იქნა საესტრადო განყოფილების ფაკულტეტი.

2000 წელს კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელს შეეცვალა სახელი და დაერქვა კულტურის სახელმწიფო კოლეჯი.
2005 წლიდან კოლეჯში აღდგა თეატრალური განყოფილება. 

2008 წელს ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის, რ. ლაღიძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის, ნ. კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და ი. კობალაძის სახელობის კულტურის კოლეჯის გაერთიანების საფუძველზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საშუალო პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება „ქ. ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის კოლეჯი“.

2010 წელს „აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა“ შევიდა აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში და მას მიენიჭა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სტატუსი.  
დღესდღეობით ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში არსებობს ხალხური საკრავების ორკესტრი და ცეკვის ანსამბლი, რომელშიც გაერთიანებულია 60-მდე ახალგაზრდა.

ხალხური ხელოვნების სკოლაში 2010 წლიდან მიღება წარმოებს შემდეგ სპეციალობებზე:
• ქორეოგრაფიული განყოფილება
• ხალხური საკრავების საორკესტრო განყოფილება
• ტრადიციული და სასცენო ჩაცმულობა-აღკაზმულობის დიზაინის განყოფილება

სწავლის ხანგრძლივობა ტრადიციული და სასცენო ჩაცმულობა-აღკაზმულობის დიზაინის განყოფილებაზე 2 წელია, ქორეოგრაფიულ და ხალხური საკრავების საორკესტრო განყოფილებაზე - 3 წელი.

ამჟამად, სკოლას ხელმძღვანელობს ვახტანგ ბერიძე .

სკოლაში ჩამოყალიბებულია ხალხური საკრავების ორკესტრი - ,,ებანი“ დ აქორეოგრაფიული ანსამბლი - ,,ხიხანი“, რომელშიც გაერთიანებულია 60-მდე ახალგაზრდა. მათ ხელმძღვანელობენ: ე.დარჩიძე, ზ.ლაზიშვილი, ლ. მელუა, დ.კოპალეიშვილი, კ.ტუღუში.

სკოლას გააჩნია საკუთარი ბიბლიოთეკა, ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხალხური საკრავების კაბინეტი, გარდერობი ქორეოგრაფიული განყოფილებისათვის. სკოლაში აგრეთვე მოქმედებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფერხისა“, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები ,,ჰანგები“  და ,,თოლია“.

მუშაობს სამივე განყოფილების კათედრები. პედაგოგიური საბჭო და სამხატვროსაბჭო.

სკოლის კურსდამთავრებულები სათანადო კვალიფიკაციის მიღების შემდეგ დასაქმებული არიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სტრუქტურებში.

სკოლაში ახალი კონტიგენტის მიღება წარმოებს გასაუბრებისა და სპეციალობაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შედეგების მიხედვით.


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები