აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

დავით ბალაძემ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება წარადგინა

25 მაისი, 2015

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში ანგარიში წარადგინა. გაერთიანებული სხდომა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში კითხვა-პასუხის ფორმატით წარიმართა. მინისტრმა დეპუტატებს ბიუჯეტში გათვალისწინებული პროგრამების მიდმინარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შემოსავლების გეგმა 37 938,5 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ კი 44 857,7 ათასი ლარი შეადგინა და 118,2 %-ით შესრულდა.
2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (35 404,5 ათასი ლარი) შედარებით, შემოსავლების ფაქტიური შესრულება 9 453,2 ათასი ლარით, 26,7 %-ით არის გაზრდილი.
აჭარის ა.რ რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის პირველი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 84,7% გადასახადებზე მოდის, რომელიც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. პირველი კვარტლის საშემოსავლო გადასახადის გეგმა 32 000,0 ათასი ლარით განისაზღვრა, ფაქტიურმა შესრულებამ კი 37 984,4 ათასი ლარი, გეგმის 118,7 % შეადგინა. 
2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (32 823,8 ათას ლარი), საშემოსავლო გადასახადი 5 160,6 ათასი ლარით,15,7 %-ით არის გაზრდილი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები