აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "არსიანი"

31 იანვარი, 2020

მისამართი: ბათუმი, მაიაკოვსკის . №55
ტელ: (0422) 25 -38-82; 25-52-82;  27-00-68.
ვებ-გვერდი: www.ajarafolk.ge

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი " არსიანი"  დაარსდა 1921 წელს. 1922 წლის 11 ივლისს გაიმართა ანსამბლის პირველი კონცერტი. 1961 წელს ანსამბლის დაარსების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით  საქართველოს უმაღლესი  საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით  მას მიენიჭა ,,საქართველოს დამსახურებული ანსამბლის“ საპატიო წოდება, ხოლო მისი დამაარსებლის სახელის უკვდავსაყოფად ანსამბლი მელიტონ კუხიანიძის სახელობის გახდა.
2012 წელს შეიქმნა სახელმწიფო ანსამბლთან არსებული ბავშვთა მოსამზადებელი ქორეოფრაფიული, მომღერალთა და საორკესტრო ჯგუფები. თავისი არსებობის პერიოდში მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2012 წელსვე შეიქმნა ანსამბლთან არსებული სკოლა-სტუდიის   ქორეოგრაფიული  ჯგუფები.
2014 წელს შედგა ახალი პროგრამის პრეზენტაცია-ფოლკლორი გარდასახული სპექტაკლში (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩაჩავა, რეჟისორი ზაზა სიხარულიძე, მთავარი და დამდგმელი ქორეოგრაფი გიორგი ფარსენაძე, ლოტბარი გიორგი ჩხარტიშვილი, ორკესტრის ხელმძღვანელი იასონ ხომერიკი). გაიხსნა ანსამბლის  პირველი ისტორიული მუზეუმი და შეიქმნა ანსამბლის შესახებ დოკუმენტური ფილმი ,,დაარსებიდან დღემდე“, რეჟისორი ირაკლი ყაჭეიშვილი.
2016 წლის 1 იანვრიდან  ანსამბლს მიენიჭა   აკადემიური ანსამბლის სტატუსი. აღსანიშნავია  რომ ანსამბლი გახლავთ წლოვანებით მეორე აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი“-ს შემდე, ხოლო პირველი აკადემიური ანსამბლი საქართველოს რეგიონებს შორის.
2016 წელს ანსამბლს 95 წელი შეუსრულდა, იუბილის ფარგლებში ანსამბლმა გამართა ტურნე როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ.  2016  წლის 11 ივლისს გაიხსნა ანსამბლის ვარსკვლავი და  მემორიალური დაფა სახელწოდებით - ,,ამაგდარნი( ვინც იყო და დარჩა)",ასევე  გამოიცა ანსამბლის საიუბილეო ბუკლეტი და გაიმართა საზეიმო კონცერტი.(სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩაჩავა, რეჟისორი ზაზა სიხარულიძე,მთავარი და დამდგმელი ქორეოგრაფი გიორგი ფარსენაძე,ლოტბარი გიორგი ჩხარტიშვილი, ორკესტრის ხელმძღვანელი იასონ ხომერიკი)
ანსამბლში მოღვაწეობდნენ ქართული ფოლკლორის  კორიფეები: დავით ჯავრიშვილი, არტემ ერქომაიშვილი,  ენვერ ხაბაძე, მირიან ჩხიკვიშვილი, ალექსანდრე ჯიჯეიშვილი, ფატმან კობალაძე, თემელ მიქელაძე, იაშა ხალვაში, თოფან მელაძე, იური ცინცაძე(ციმციმა), ზურაბ ბაღდადიშვილი, თამაზ ბეჟანიძე და სხვები.
90 წლის მანძილზე ანსამბლმა წარმატებით იმოგზაურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ეგვიპტე, დანია, ირანი, იტალია, კანარის კუნძულები, კვიპროსი, სირია, თურქეთი, სუდანი, გერმანია, ბელგია, ესპანეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ბელორუსია, ლატვია, ლიტვა, მოლდავეთი, ესტონეთი, რუსეთი, აშშ  და  სხვა.
ანსამბლის რეპერტუარში საქართველოს ყველა კუთხის სასიმღერო და საცეკვაო ფოლკლორის ნიმუშებია. ანსამბლი გახლავთ მრავალი ფესტივალისა და კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული.ანსამბლი შედგება პროფესიონალი მოცეკვავე, მომღერალი და მუსიკოსი
მსახიობებისაგან.
2017 წელს ანსამბლს მიენიჭა სახელწოდება ,,არსიანი". 2017 წელს ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარსდგა ახალი პროგრამით (სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ჩაჩავა, მთავარი ქორეოგრაფი გიორგი ჭანიშვილი , ლოტბარი გიორგი ჩხარტიშვილი, ორკესტრის ხელმძღვანელი გიორგი ნაგერვაძე), სოლო კონცერტები გაიმართა როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. ანსამბლი საგასტროლო ტურნეში იმყოფებოდა: ბულგარეთში , ეგვიპტესა   და უკრაინის რესპუბლიკაში.
ანსამბლის დირექტორი - ოთარ მიქელაძე,  ქართული ქორეოგრაფიის ბრწყინვალებისა და ამაგდარის
ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები