აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სსიპ აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“

12 თებერვალი, 2019

მისამართი:  ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. N65    
ტელ: (0422) 27–85–98
Facebook: ანსამბლი „ბათუმი“/Ensemble “Batumi”

ანსამბლბათუმისისტორია:


1991 წელს, ნოდარ სურმანიძისა და ენვერ ხაბაძის ინიციატივით, . ბათუმის მერიასთან შეიქმნა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ბათუმი. ვოკალურ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა თემურ დოლიძე. 2000 წელს ვოკალური ჯგუფი გამოეყო ძირითად ანსამბლს და დაფუძნდა როგორც აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ბათუმიანსამბლ „ბათუმს“ დაარსების დღიდან არაერთ მნიშვნელოვან ღონისძებასა და საერთაშორისო ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის:


  • 1995 წელი, ბულგარეთი, ქ. ვარნა, ფოლკლორის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი  - მაყურებლის სიმპათია და კონკურსის I პრემია
  • 1997 წელი, შვედეთი, ქ. ოსკარჰამი, ფოლკლორის V საერთაშორისო ფესტივალი - გრანპრი
  • 1998 წელი, ირანი, ქ. თეირანი - გამოსვლა ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციის 19 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
  • 2001 წელი, ისრაელი - ქართული კულტურის დღეები იერუსალიმში
  • 2002 წელი, რუსეთი - აჭარის კულტურის დღეები მოსკოვში     
  • 2010 წელი, პოლონეთი, ქ. ვარშავა, საეკლესიო საგალობლების ფესტივალი - I პრემია
  • 2011 წელი, ჩინეთი, ქ. ჟანგაიე, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსი და სხვა მრავალი
  • 2013 წელი, პარიზი, სოლო კონცერტი ქართულ სათვისტომოსთან
  • 2013 წელი, დუსელდორფი, სოლო კონცერტი ქართულ სათვისტომოსთან
  • 2016 წელი, სოლო კონცერტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (ბერლინი და პოძდამი)

დღესდღეობით ანსამბლის რეპერტუარშია ქართული საგალობლები, საქართველოს ყველა კუთხის 150-მდე ხალხური, 80 ქალაქური და 20 კლასიკური სიმღერა. ანსამბლმა მოიძია და თავდაპირველი სახე დაუბრუნა ათობით მივიწყებულ ქართულ ხალხურ სიმღერას. გამოცემული აქვს ქართული ხალხური სიმღერების დისკი. მონაწილეობას იღებს კულტურულ ღონისძიებებში, საიუბილეო და შემოქმედებით საღამოებში. ანსამბლის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული სიმღერები ინახება არაერთი ტელე-რადიოკომპანიის მუსიკალურ არქივში.

 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
482526272829301
492345678
509101112131415
5116171819202122
5223242526272829
01303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები