აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის ტურიზმის სტატისტიკა (აგვისტო)

09 სექტემბერი, 2015

აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემების მიხედვით აგვისტოს თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში (8 თვე) გასულ წელთან შედარებით ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება.

განთავსების ობიექტების მიხედვით რაოდენობრივი მაჩვენებლებით ლიდერობს შემდეგი სამიზნე ქვეყნები: თურქეთი (+1%), აზერბაიჯანი (+1,6%), რუსეთი (+1,1%), უკრაინა (+1,2%), სომხეთი (+0,1%), პოლონეთი (+2,7%), ისრაელი (+1,3%), ბელორუსია (+2,8%), ყაზახეთი (+7,1%), ლიტვა (+3,2%).

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი წელს განთავსების ობიექტების, ისევე როგორც განთავსების ადგილების რაოდენობაც საგრძნობლად გაზრდილია, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეში რეგიონს 16 ახალი სასტუმრო (686 სასტუმრო ნომერი, 1200-მდე ადგილი) შეემატა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრირებული განთავსების ობიექტების სრული აღწერა და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 852 337 ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 10% პროცენტით აღემატება. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 2%-ით არის გაზრდილი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3528293031123
3645678910
3711121314151617
3818192021222324
392526272829301
402345678

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები