აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

კვლევის შედეგები

04 აპრილი, 2016

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის - „კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში 2015 წელს აჭარის რეგიონში პირველად ჩატარდა ხელოვნებისა და კულტურის რესურსების (ადამიანური და მატერიალური) და საჭიროებათა კვლევა. 

აღნიშნული კვლევის ფარგლებში სპეციალურად შემუშავებული კითხვარების/ანკეტების საშუალებით გამოიკითხა კულტურის სფეროს წარმომადგენლები. კვლევის პროცესში ჩასართავად გადამზადდა ადგილობრივი კადრები, შეგროვდა საკვლევი ობიექტების ვიზუალური მასალა, ჩატარდა კვლევის შედეგების ანალიზი და ძირითადი რესურსების ინვენტარიზაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით. კვლევის შედეგების საფუძველზე შეიქმნა რეგიონში კულტურის სამომავლო განვითარების რეკომენდაციების დოკუმენტი.

აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში ხელოვნებისა და კულტურის რესურსების და საჭიროებათა კვლევის განსახორციელებლად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ  55 000 ლარი გამოიყო. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები