აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტაჟირების კონკურსი ფიზიკის მასწავლებელთათვის

22 ივნისი, 2016

აჭარის განათლების ფონდი / ბათუმის მასწავლებლის სახლი აცხადებს საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებლების კონკურსს შვეიცარიის ქ. ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN - Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire)  ერთკვირიან სტაჟირებაზე გასაგზავნად. 
 კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს ან წამყვან მასწავლებელს, რომლებიც სტაჟირების პროგრამის ფარგლებში არ არიან ნამყოფი ზემოხსენებულ კვლევით ცენტრში.

 კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.  პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, ხოლო მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას და წარადგენენ პრეზენტაციას.
კონკურსის შედეგად შერჩეულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ერთი კვირის განმავლობაში დაათვალიერონ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიები, ადგილზე ჩაატარონ სასკოლო ექსპერიმენტები, ასევე მოისმინონ ცერნში მოღვაწე ქართველი და უცხოელი ფიზიკოსების ლექციები თანამედროვე ფიზიკის საკითხებზე და მის როლზე მედიცინის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა დარგების განვითარებაში.

 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2020>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
27293012345
286789101112
2913141516171819
3020212223242526
31272829303112
323456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები