აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

საკონსულტაციო საბჭოს პირველი შეხვედრა

12 აგვისტო, 2016

ევროპის კავშირის მიერ დაფინანსებული „სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების პროგრამა ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით (ENPI) მოცული აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის - მეორე ფაზა (FLEG2)“  მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების დახმარებას ტყის მართვის გაძლიერების სფეროში სატყეო პოლიტიკის, კანონმდებლობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის გაუმჯობესების მეშვეობით. პროგრამა ხორციელდება შვიდ ქვეყანაში: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა და რუსეთის ფედერაცია.

პროგრამა ხორციელდება 4 წლის განმავლობაში და დასრულდება 2016 წლის 31 დეკემბერს. მის განხორციელებას ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკი, რომელიც თანამშრომლობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირსა (IUCN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF).

2013 წელს საქართველოს მთავრობის, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და WWF კავკასიის წარმომადგენლობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად შემუშავდა დოკუმენტი TEEB წინასწარი კვლევა საქართველოში: ძირითადი შედეგები და მომავლის ღონისძიებები (TEEB Scoping Study for Georgia: Main Findings and Way Forward). კვლევამ შეაფასა საქართველოს ეკონომიკის 5 სექტორი - ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სამთო მრეწველობა და სატყეო მეურნეობა. შედეგად, მოხდა იმის დემონსტრირება, რომ აღნიშნული სექტორები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივ ეკოსისტემებზე და მათ მდგრადობაზე. ასევე, ხაზი გაესვა სრულფასოვანი TEEB კვლევის ჩატარების აუცილებლობას. 

FLEG2 პროგრამის ფარგლებში WWF კავკასიის წარმომადგენლობა ატარებს TEEB კვლევას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტყეებისა და სატყეო სექტორისათვის (ADA-ს ფინანსური მხარდაჭერით). კვლევა დასრულდება 2016 წლის შემოდგომით. WWF კავკასიის წარმომადგენლობამ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტი კვლევის ჩატარების მიზნით. კონსულტანტს ასისტენტობას უწევს ორი ადგილობრივი ექსპერტი აჭარიდან.

აღნიშნული TEEB კვლევა გულისხმობს აჭარის ტყის ეკოსისტემების უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შეფასებას, რათა მოხდეს მათი რეალური მნიშვნელობის დემონსტრირება. ამან ხელი უნდა შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აჭარაში, რათა მათ სრულფასოვნად გაითვალისწინონ ეს ფასეულობები, რამაც საბოლოოდ ხელი უნდა შეუწყოს ტყის მდგრად მართვას.

 


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები