აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ურთიერთგაგების მემორანდუმი

12 აგვისტო, 2016

12 აგვისტოს სასტუმრო შერატონ ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის  წარმომადგენლობას შორის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება გაიმართა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება განხორციელდა გერმანიის თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (BMZ) მიერ დაფინანსებული პროექტის „ტყის ეკოსისტემების მდგომარეობის გაუმჯობესება ტყის ადაპტური მართვის მეშვეობით აჭარაში” და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მეშვეობით დაფინანსებული პროექტის “კავკასიის ეკო-კორიდორების ფონდი” ფარგლებში.


კალენდარი

<<
<თებერვალი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
052930311234
06567891011
0712131415161718
0819202122232425
092627281234
10567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები