აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

14 აპრილი, 2014

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს გადამდები და არაგადამდები დაავადებების კონტროლისა და ეპიდზედამხედველობისთვის აუცილებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებების გატარებას.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

ცენტრის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს მეცნიერულ საფუძველზე დაყრდნობით გადამდები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე არაგადამდები დაავადებების და რისკების გამოვლენას, საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებას, დაავადებათა კონტროლს და პრევენციას.

ცენტრის ფუნქციებია:


1) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მიზნობრივი პროგრამების და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო თუ ადგილობრივი ღონისძიებების განხორციელება და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში, მათ შორის;

• გადამდები დაავადებების ერთიანი ეპიდზედამხედველობის სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი; ეპიდაფეთქებების, ეპიდემიების მიზეზების დადგენა; ეპიდსაწინააღ¬მდეგო და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; განსაკუთრებით საშიში და მასთან გათანაბრებული ინფექციების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება;

. იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, მისი ლოჯისტიკური უზრუნველყოფა და განხორციელების ზედამხედველობა (მონიტორინგი და შეფასება).

. არაგადამდები (ქრონიკული) დაავადებების და ჯანმრთელობის რისკების (დეტერმინანტების) კვლევა, მონიტორინგი, პრევენციულ ღონისძიებებზე რეკომენდაციების შემუშავება და დაგეგმვა.

. ცხოვრების ჯანსაღი წესის და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა.

2) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი;

3) სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;

4) ლაბორატორიული საქმიანობა, გადამდებ დაავადებათა კერის პირველადი ეპიდკვლევის ფარგლებში ლაბორატორიული სკრინინგი, მაღალი რისკის კონტინგენტის სკრინინგი, პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგული კვლევა და  სხვა კვლევები კომპეტენციის ფარგლებში;

5) ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; 

6) კომპეტენციის ფარგლებში ეპიდემიოლოგიური სტანდარტების, ჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების შემუშავებასა და სპეციალიზებული სურსათის უვნებლობის ნორმებისა და       ეტიკეტირების წესის დადგენაში მონაწილეობის მიღება;

7) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხების ირგვლივ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, საზოგადოებისათვის ინფორმაციის, რეკომენდაციების მიწოდება;

8) სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;

9)  საკანონმდებლო, ნორმატიული ბაზისათვის წინადადებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში.

 

მისამართი: ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ. 141/143

ელ-ფოსტა: sjandacva@gmail.com

 

 ტელ:  +995 422 27 03 91

+995 422 27 03 94

+995 422 27 03 98

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივლისი 2019>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
271234567
28891011121314
2915161718192021
3022232425262728
312930311234
32567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები