აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების კომისია

2015 -2018 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვები დაიწყო

30 აპრილი, 2014

2015 -2018 წლების საშუალო ვადიან პრიორიტეტებს აჭარის ა.რ სამინისტროები,საქვეუწყებო დაწესებულებები, საზოგადოებას 1-10 მაისის ჩათვლით წარუდგენენ. საკითხი პრიორიტეტების კომისიის სამუშაო შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მიიღეს. საშუალოვადიანი პრიორიტეტების საჯარო განხილვებში ჩართვის საშუალება ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება,მათ შორის სერვისების მომხმარებლებს,სამოქალაქო ჯგუფებს,დონორებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს.

საჯარო შეხვედრები დისკუსიის ფორმატით წარიმართება,რომლის თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება თავისი წინადადებები გამოთქვას კონკრეტულ პრიორიტეტთან დაკავშირებით. დაინტერესებული მხარეების შენიშვნებისა და მოსაზრებების ასახვა,საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში მოხდება.  


კალენდარი

<<
<მარტი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

სოციალური ქსელები