აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების კომისია

2015-2018 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

05 მაისი, 2014

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2015-2018 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, აჭარის მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, მუნიციპალიტეტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აჭარის  უმაღლესი საბჭოს აგრარული კომისიის წევრები და ფერმერები მონაწილეობდნენ

შეხვედრის მიზანი სამინისტროს მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო ხედვის შესახებ საზოგადოების  ინფორმირებაა; სამინისტროს ნების დემონსტრირება უფრო გამჭვირვალე გახადოს საკუთარი საქმიანობა; დაინტერესებულ მხარეებთან საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმის შექმნით უზრუნველყოს მათი აქტიური ჩართულობა, აგრარულ სფეროში  პოლიტიკის განსაზღვრის და მისი განხორციელების ყველა ეტაპზე. 

შეხვედრაზე მონაწილეებმა სოფლის მეურენობის  სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა, სამინისტროს პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები და ქვეპროგრამები განიხილეს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2023>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

სოციალური ქსელები