აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

10 ოქტომბერი მეტყევის დღეა

11 ოქტომბერი, 2016

საქართველოს სატყეო მეურნეობის მუშაკთა პროფესიული დონისა და პასუხისმგებლობის ამაღლების, სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, 1999 წლიდან 10 ოქტომბერი გამოცხადებულია მეტყევის დღედ.

 

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ მეტყევის დღესთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ თიკერის სატყეო მეურნეობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებისთვის ჩაატარა ლექცია-სემინარი: ტყის მოვლა და მნიშვნელობა.

 

სასახლის ეკო-კლუბის „ცისნამი“-ს წევრებს ტყის როლისა და დანიშნულების შესახებ დეტალურად ესაუბრა აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურის მეტყევე სპეციალისტი გელოდი კახაძე.

 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს სანერგე მეურნეობა.


კალენდარი

<<
<ივნისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2228293031123
2345678910
2411121314151617
2518192021222324
262526272829301
272345678

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები