აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ანგარიშგება

05 იანვარი, 2017

      ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებით  დამტკიცებული ,,დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის“ შესაბამისად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონალური ობიექტები ვალდებულნი არიან აწარმოონ ატმოსფერულ ჰაერში  ფაქტიურად გაფრქვეულ  მავნე  ნივთიერებათა  რაოდენობრივი  მაჩვენებლების აღრიცხვა. ასევე, საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი არიან საანგარიშო წლის დასრულების შემდეგ, 15 თებერვლამდე მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის ფორმები შესათანხმებლად წარადგინონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების შემთხვევაში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში.

   ზემოთ აღნიშნულ დადგენილებაში საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №582 დადგენილებით შეტანილი ცვლილებების თანახმად მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვა 2017 წლის 1 იანვრიდან  მოხდება  ელექტრონულად. შესაბამისად, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის სახელმწიფო აღრიცხვის ფორმების შევსება და წარმოდგენა მოხდება გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონული სისტემის (http://emoe.gov.ge) მეშვეობით.

         აღნიშნული ვალდებულებების მითითებულ  ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსით  გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.  


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები