აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

2016 წელს ჩარიცხულ სტუდენტთა საყურადღებოდ!

13 თებერვალი, 2017

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სტუდენტთა დახმარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2016 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის აცხადებს კონკურსს.  სამინისტროში განცხადებების მიღების ვადები განისაზღვრა 2017 წლის 13 თებერვლიდან / 2 მარტის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც

  • 2016 წელს ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე;  
  • ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და ატესტატი მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
  • ბოლო  სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71% -სა;

 დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე:

  • სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო;
  • დედით ან მამით ობოლი, უდედმამო;
  • მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;
  • სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებები და პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ სამინისტროში შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N4;  ტელ - 24 53 78.

განცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ:


კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები