აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება

27 იანვარი, 2017

აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ხუთივე მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდით სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს. უხვი ნალექის მოსვლასთან ერთად სამუშაოებში დეპარტამენტის თანამშრომლების დამატებითი რაოდენობა და 25 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული. სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეისათვის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. ამ დროისთვის ყველა მუნიციპალიტეტის ცენტრში მობილიზებულია ტექნიკა საწვავით და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება მოხდება. ამ ეტაპზე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში: კვირიკე, ჭახათი, ზენითი, ჩაქვი; 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: ყოროლისთავი; 
ქედის მუნიციპალიტეტში: მახუნცეთი, უჩხითი, ზუნდაგა; 
შუახევის მუნიციპალიტეტში: ფურტიო, მომწვარი, ცინარეთი, გოგაძეები, კვიახიძეები, ლომანაური, თერნალი, კარაპეტი, ბრილი, ღორექეთი, გომარდული,ხიჭაური, ნაღვარევი, წყაროთა; 
ხულოს მუნიციპალიტეტში: პაქსაძეები, კორტოხი, დიდაჭარა, საციხური, ქედლები, შურმული, დიდი რიყეთი, ვაშლოვანი, ფუშრუკაული, ხიხაძირი, თხილვანა, ღორჯომი.
თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოებს აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი მოადგილესთან ლაშა ჩიხლაძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ორთაბათუმში გაეცნო. „ უხვი ნალექის მოსვლასთან ერთად აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს. ყველა საჭირო ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ადამიანური რესურსი. პირადად გავეცანი სოფელ ორთაბათუმში სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ პროცესი საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ყველა მუნიციპალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილება შეუზღუდავად ხორციელდება. მუნიციპალიტეტებში დამატებითი ტექნიკა უკვე არის და იმ შემთხვევაში თუ ნალექი მოიმატებს და საჭიროება იქნება, დამატებით ტექნიკას გამოვიყენებთ.“

კალენდარი

<<
<ივნისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222930311234
23567891011
2412131415161718
2519202122232425
26262728293012
273456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები