აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

30 იანვარი, 2017

ამ დროისთვის თოვლისგან გზების გაწმენდის სამუშაოები პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს. აჭარის საავტომობილო  გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი მოადგილე დავით ბექაიასთან ერთად სატეხია-ვარშალომიძეების საავტომობილო გზაზე სამუშაო პროცესს გაეცნო. თოვლის საფარი აქ 50-60 სმ აღწევს. ტერიტორიაზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. გზის გაწმენდის სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დეპარტამენტის უფროსს სამუშაო პროცესზე პასუხისმგებელმა პირმა თემურ ბასილაძემ გააცნო. სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე გვიან ღამემდე გაგრძელდება. მოძრაობა გზაზე დაახლოებით ღამის პირველი საათიდან შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის მაღალმთიან რაიონებში ინტენსიური თოვაა. გზის გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე შუახევში, ქედაში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში პარალელურად მიმდინარეობს. მკვეთრი მოსახვევების, გზის ქანობის, ცუდი ხილვადობის და გზების სივიწროვის გამო, ღამით სამუშაოები მხოლოდ ქვედა რაიონებში მიმდინარეობს. დილიდან გზების გაწმენდა მაღალმთიან მუნიციპალიტეტებშიც ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები