აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

გზების დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას

30 იანვარი, 2017

უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ტექნიკა მობილიზებულია სრულად და ყველა მიმართულებით ახორციელებს გზების თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს. დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები დავით ბექაია, რაულ ბერიძე და ლაშა ჩიხლაძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე გაეცნენ გზების თოვლისგან გაწმენდით სამუშაოებს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა ზოგან 1 მეტრს გადააჭარბა. ამ ეტაპზე გაწმენდილია: აჭარისწყალი-კირნათის ხიდის მონაკვეთი, კირნათის ხიდი-აჭარისაღმართის მონაკვეთი, ზედა ჩხუტუნეთის, საფუტკრეთის, გორგაძეთის, მახვილაური-აღალას, მახო-თხილნარის, თხილნარი-მურმანეთის, წინსვლის, ქვედა აგარა-კაპრეშუმი-ყოროლისთავისა და ჩელტის გზები. ძლიერი და ინტენსიური თოვის გამო საჭირო გახდა გასულ დღეებში გაწმენდილი გზების განმეორებით გაწმენდა. დღეს დილიდან 11 ერთეული მძიმე ტექნიკა კირნათის ხიდი-ზედა ჩხუტუნეთის, კირნათის ხიდი-კირნათის, ზედა ჩხუტუნეთის მიმდებარე სოფლების, ზედა კირნათი-შუშანეთის, კობალეთი-ნაკირნათევის, მახვილაურის, შარაბიძეების, ზანაქედი-სატეხიის, ვარშალომიძეების, შარაბიძეები-კაპანდიბის, ერგე-ნიკიტაურის, თხილნარი-ახალსოფლის, სიმონეთის, წინსვლის, ქვედა აგარა-კაპრეშუმი-ყოროლისთავისა და ჩელტის გზების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. მოსახლეობის თხოვნით აქტიურად ხორციელდება მიცვალებულთა ოჯახებთან და იმ საცხოვრებელ სახლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდა, სადაც საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანის შესვლა. სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და ძლიერი თოვის შემთხვევაში ხვალიდან კვლავ განახლდება.

კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები