აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხელვაჩაურში გზები მთელი ღამის განმავლობაში იწმინდებოდა

01 თებერვალი, 2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 80 დან 150 სანტიმეტრს აღწევს. თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობდა. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი გვიან ღამით მაჭახელაში, მაღლაკონში, ხერთვისში, აჭარისწყალში, კაპნისთავში, ზედა ჯოჭოში, ხეღრუში, ზედა ახალშენში, თავკალოსა და კახიძეებში იმყოფებოდა. დეპარტამენტის უფროსს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურში მიმდინარე სამუშაოებზე პასუხისმგებელმა პირმა გააცნო. აღნიშნულ სოფლებში გზა უკვე გაწმენდილია და ამ დროისთვის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. დილიდან სამუშაოები მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენის, სარფის, შარაბიძეების, თხილნარის, აჭარისწყალის, მაჭახელასა და კირნათის თემების შიდა საუბნო გზებზე მიმდინარეობს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები