აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

არჩილ ჩიქოვანი ხელვაჩაურში გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო

02 თებერვალი, 2017

სარფი-კალენდერეს გზაზე უხვმა ნალექმა გზის სავალ ნაწილზე მიწის მასა ჩამოიტანა, რამაც მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ტერიტორიაზე დილიდან სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული. ამ დროისთვის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. დამეწყრილი ადგილი აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა მოადგილესთან რაულ ბერიძესთან ერთად დაათვალიერა. არჩილ ჩიქოვანს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ხელვაჩაურში სამუშაოებზე პასუხისმგებელმა პირმა მიაწოდა. არჩილ ჩიქოვანი დღესვე მახო-ახალსოფლის და ორთაბათუმი-მასაურას საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. გაწმენდის პროცესი აღნიშნულ ადგილას დღის ბოლოსთვის დასრულდება.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები