აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

ხელვაჩაურსა და ქედაში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

07 თებერვალი, 2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი, მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დამეწყრილ ადგილას მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მახოს ხიდი-კაპანდიბი-ახალი სოფელის საავტომობილო გზაზე დამცავი ზღუდეები მოეწყო და ამ ეტაპზე დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მეწყრული პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის კოკოტაური-ძანაძეები გზაზეც განვითარდა. უხვმა ნალექმა გზის სავალ ნაწილზე მიწის მასა ჩამოიტანა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებული იყო. ტერიტორიაზე დილიდან სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული. კოკოტაური-ძანაძეების საავტომობილო გზაზე აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩიხლაძე იმყოფებოდა. გაწმენდითი სამუშაოები აღნიშნულ მონაკვეთზე დღის ბოლომდე დასრულდება.

ამ ეტაპზე თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოები ხარაულას მიმართულებითაც მიმდინარეობს.

კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები