აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

რუბრიკა „ძველი აფიშა“ - დონნა ანნა მილანა ბათუმში

10 თებერვალი, 2017

ასოცდაათი წლის წინ, ეტყობა, ძალიან გაუმართლათ ბათუმელებს: ქალაქში გავლით, მაგრამ მაინც ჩამოვიდა  და სასტუმრო „კოლხიდაში“ დაივანა ბრწყინვალე ნათელმხილველმა დონნა ანნა მილანამ.  თქვენ წარმოიდგინეთ სულ რაღაც ერთ მანეთად  მომავალს განუსაზღვრავდა ადამიანებს. არ ვიცით  რამე  თუ უთხრა დონნა ანამ  იმდროინდელ ბათუმელებს  ამ დროინდელ ბათუმზე, მის მომავალზე და  განვითარებაზე, მაგრამ აფიშა ნამდვილად გვამცნობს რომ „საოცრად გებულობს  კაცის ბედსა და უბედობას, და აგრეთვე წარსულს, აწმყო და მომავალ კაცის ცხოვრებას.“  როგორც ჩანს კარგი PR თანამშრომლები იყვნენ მაშინ: აბა დაუდგებოდა ადამიანი წინ ასეთ ცთუნებას?

ჩვენ საინტერესოდ ჩავთვალეთ ამ ასწლოვანი დოკუმენტის წარმოდგენა თანამედროვეთათვის, შეიძლება კეთილი იუმორით მაგრამ მაინც ჩანს  ძველი ბათუმური ყოფის ორიოდე დღე, მითუმეტეს რომ, როგორც მიიჩნევენ საგრძნობ ტექნიკურ პროგრეს დიდად არ გამოუწვევია ადამიანის სულიერი განვითარება. 




კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები