აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

შპს „სტადიონი“ სპორტული კომლექსის პროექტირების მიზნით ტენდერს აცხადებს

13 თებერვალი, 2017

ელექტრონული ტენდერი ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს.

სპორტული კომლექსი არაოლიმპიურ საწვრთნელ ე.წ. „სასპორტო სკოლის“ კომპლექსს წარმოადგენს, სამაყურებლო დარბაზით, რომლის სავარაუდო გაბარიტები და ტექნიკური მაჩვენებლები არის:

  • მიწის ნაკვეთის ფართობი 2,3 ჰა
  • სავარაუდო საერთო სამშენებლო ფართი 21 500 მ2
  • ავტოსადგომების რაოდენობა არანაკლებ 120 ადგილი(მათ შორის ავტობუსები)

ტენდერით გათვალისწინებული საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება.

პირველ ეტაპზე მომწოდებელმა ობიექტის არქიტექტურული ესკიზები, სავარაუდო გეგმარება (მათ შორის ტრიბუნების მოწყობა/განთავსება), კონსტრუქციული გადაწყვეტის სქემატური და ტექსტური ნაწილი (განმარტებითი ბარათი) უნდა წარმოადგინოს. ტენდერში გამარჯვებულმა ასევე უნდა წარმოადგინოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების პროექტი, რომელიც ტექსტურ და გრაფიკულ ნაწილებს უნდა მოიცავდეს.

მეორე ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იყოს სამშენებლო დოკუმენტის პროექტი. ასევე საპროექტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი საექსპერტო შეფასება არქიტექტურული ნაწილების „ტექნიკური რეგლამენტის შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე”.

სპორტული კომლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, სტანდარტების, ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტების (მათ შორის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ს) მოთხოვნების დაცვით.

ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები და ტენდერით გათვალისწინებული საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება:   525 000  ლარი

წინადადებების მიღება იწყება:              15.02.2017 00:00

წინადადებების მიღება მთავრდება:     17.02.2017 12:00


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:


კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები