აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ცეცხლურის ნაგავსაყრელის მშენებლობის მიზნით ტენდერი გამოცხადდა

14 თებერვალი, 2017

შპს "ჰიგიენა" სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრელის მშენებლობის მიზნით ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ შემდეგი პირობები უნდა დააკმაყოფილოს:

კომპანიის წლიური საშუალო ბრუნვა ბოლო 5 წლის (2011, 2012, 2013, 2014, 2015) განმავლობაში არ უნდა იყოს 5.5 მილიონ ევროზე ნაკლები;

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება რომ გააჩნია საკმარისი ლიკვიდური აქტივები, დაუტვირთავი („ვალებისაგან თავისუფალი“) უძრავი ქონება, საკრედიტო ხაზები და სხვა ფინანსური საშუალებები მშენებლობის 4 თვისთვის საჭირო ფულადი სახსრების უზრუნველსაყოფად, რომელიც უნდა აღემატებოდეს 0,8 მილიონ ევროს.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება იმისა, რომ მას გააჩნია გენერალურ კონტრაქტორად (მენარდედ) წარმატებით მუშაობის გამოცდილება და ბოლო 7 (შვიდი) წლის განმავლობაში  განხორციელებული აქვს არანაკლებ 3 (სამი) მსგავსი ტიპის პროექტი, რომელთა ღირებულება შეადგენდა 2.700.000 ევროს (საჭიროა დამსაქმებლის სერთიფიკატიც);

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება იმისა, რომ ზემოთ მოთხოვნილი 3 ან მეტი მსგავსი ტიპის პროექტი აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

1.    ეს პროექტები მოიცავს ნაგავსაყრელების, კაშხლების მშენებლობას, გზის დაგებას ან სხვა მსგავსი ტიპის მიწის სამუშაოებს, მინიმალური შევსების მოცულობით 50 000 მ3;

2.    ეს პროექტები მოიცავს გაზის შეგროვების ან ელექტროსისტემების მშენებლობას;

3.   ეს პროექტები მოიცავს ჩამდინარე წყლებისა და „leachate”-ს გამწმენდი სადგურის მშენებლობას, წყალსატევი სისტემით მინიმუმ 1000 კუბი/დღეში და დაბინძურების მაჩვენებელით 500 კგBOD5/დღეში;

აღნიშნული ტენდერში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია მიიღოს.

საბანკო რეკვიზიტები :

მიმღები: შპს Higiena 2009 

მიმღების ბანკი :  Terabank, SWIFT: TEBAGE22

A/c #: GE98KS0000000340800017

გადახდის მითითება  : ნაგავსაყრელის სატენდერო დოკუმენტაციის საფასური

განაცხადების მიიღება განხორციელდება 2017 წლის  3 აპრილის ჩათვლით, 15:00 საათამდე.

მისამართი: თამარის დასახლება, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ადმინისტრაციული შენობა.

ტელ:+599373630

თითოეული განაცხადი იმ სატენდერო წარმომადგენლების წინაშე გაიხსნება, რომლებიც  დასწრებას გადაწყვეტენ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული:

 http://www.ebrd.com/work-with-us/procurement/p-pn-170210a.html

პროექტი ითვალისწინებს:

  • ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა ცეცხლაურში
  • ბათუმისა და ქობულეთის ორი არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, საერთაშორისო სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობა 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.


კალენდარი

<<
<მაისი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
181234567
19891011121314
2015161718192021
2122232425262728
222930311234
23567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები