აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

მუნიციპალიტეტებში ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება

16 თებერვალი, 2017

აჭარის მუნიციპალიტეტებში გზების თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამუშაოებს 20 ერთეული მძიმე ტექნიკა ახორციელებს. დღეისათვის მუნიციპალიტეტებში ყველა მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. თოვლის საფარმა ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში 50 სმ. გადააჭარბა. დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი მოადგილე რაულ ბერიძესთან ერთად თოვლის გაწმენდით სამუშაოებს ვაიო-კვაშტაში, ცეკვა-ვარჯანაულასა და ღორჯომში გაეცნო. არჩილ ჩიქოვანს არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. გაწმენდითი სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება და ხვალიდან ისევ განახლდება. იმ შემთხვევაში, თუ ნალექი მოიმატებს და საჭირო გახდება, სამუშაოებში მუნიციპალიტეტების ცენტრებში მობილიზებული დამატებითი ტექნიკა და ადამიანური რესურსი ჩაერთვება. 
გაწმენდითი სამუშაოები კალენდერეს და ჩხუტუნეთის მიმართულებებზეც მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩიხლაძე გაეცნო.
ამ ეტაპზე საავტომობილო გზების გაწმენდა შემდეგ სოფლებში მიმდინარეობს:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი: თხილნარი-აგარას, სარფი-კალენდერეს, კალენდერე მონასტრის, კალენდერე-ეკლესიის, ავგია-ზედა ჭარნალის, ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის, კაპრეშუმი-აგარას, აგარა-ეკლესიის, შუა ორთაბათუმი-ზედა წინსვლის, ყოროლისთავი-ბარდლუღი-ფაღავები-მასაურის, ჯოჭო-ზედა ახალშენი-ახალშენის, გოროდოკი-ახალშენი-ზედა წინსვლის, ფარმ.ქარხანა-სალიბაური-სამების, კირნათის, ჩხუტუნეთის, ზედა ჩხუტუნეთი-ჩიქუნეთის, აჭარისაღმართი-ქედქედი-ჭანივრის, კირნათის ხიდი-კირნათის, ზედა ჩხუტუნეთი-საფუტკრეთის, ზედა ჩხუტუნეთი-კოსტანეთის მიმართულებით.
ქედის მუნიციპალიტეტი: მახუნცეთი-უჩხითის, უჩხითი-მილისის, ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეების, ქედა-მერისის, ცხმორისი-გეგელიძეების, დანდალო-ხარაულას, ვაიო-კვაშტას მიმართულებით.
შუახევის მუნიციპალიტეტი: გოგინაური-ხეციური-ნაჭივრის, ცხმელისი-ცეკვას, ცეკვა-ვარჯანაულის, შუახევი-უჩამბის, ბრილის, ხიჭაური-ნაღვარევის მიმართულებით.
ხულოს მუნიციპალიტეტი: ზამლეთი-ხიხაძირის, ღორჯომის თემის მიმართულებით.

კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები