აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

გზების გაწმენდის სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს

18 თებერვალი, 2017

აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს.
სამუშაოებს დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი მოადგილეებთან რაულ ბერიძესთან და ლაშა ჩიხლაძესთან ერთად გვიან ღამით ქედაში, შუახევსა და ხულოში ადგილზე გაეცნო.
ღამით მუნიციპალიტეტებში სამუშაოებს 25 ტექნიკა ასრულებდა. არჩილ ჩიქოვანი ხულო-უჩხო-გუდასახოს, ხულო-ვაშლოვანი შურმულის, შუახევში ფურტიო-ბუთურაულის, სხეფი-გომარდულის, ქედაში წონიარისი-ტიბეთის, ქედა-ოქტომბერის გზის მონაკვეთებზე იმყოფებოდა. ხულოში პროცესს საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ხულოს გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე გაეცნენ.
ქობულეთსა და ხელვაჩაურში გზის გაწმენდის პროცესს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ბექაია გაეცნო.
ამ ეტაპზე არსებული 76 ადმინისტრაციული თემიდან, 67-ის ცენტრამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. ხვალ დილიდან კი შიდა საუბნო გზების გაწმენდა დაიწყება.
მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოები შემდეგ სოფლებში განხორციელდება:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში: ჩაქვისთავის, საჩინო-ქვედა აჭყვას, კვირიკეს, აჭყვისთავის;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: ზედა ჯოჭოს, სატეხიის;
ქედის მუნიციპალიტეტში: ცხემნა-კორომხეთის, ზენდიდის, აქუცის;
შუახევის მუნიციპალიტეტში: შუახევი-თერნალის, შუახევი-ფურტიოს, შუახევი-ნენიას;
ხულოს მუნიციპალიტეტში: უჩხოს და ვაშლოვანის მიმართულებით.
ხვალ დილისთვის აღნიშნული მონაკვეთების გაწმენდა დასრულებული იქნება.

კალენდარი

<<
<მაისი 2018>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1830123456
1978910111213
2014151617181920
2121222324252627
2228293031123
2345678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები