აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საზღვარგარეთ სწავლის დასაფინანსებლად კონკურსი მიმდინარეობს

21 მარტი, 2017

აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  აცხადებს  კონკურსს 2017  წლის   „სწავლა საზღვარგარეთ“ ქვეპროგრამის ფარგლებში. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო  დაწესებულებებში სწავლა.


ქვეპროგრამაში  მონაწილეობის  უფლება  აქვს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ბოლო სამი წლის მანძილზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი  დოკუმენტი აღებული აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე განთავსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.


ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე  ჩარიცხულ  სტუდენტებს.


ქვეპროგრამის მონაწილე სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების  (სწავლის საფასური,  ცხოვრების ხარჯები, სამედიცინო დაზღვევა, სასწავლო რესურსების შეძენა და ა.შ.) დაფარვის მიზნით ერთი სემესტრის განმავლობაში სამინისტროდან მიიღებს ფინანსურ დახმარებას საშუალოდ 12500 ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა 2017 - 2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის ხარჯების დაფარვის მიზნით.


ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.


სამინისტროში საბუთების მიღება საზღვარგარეთ სწავლის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწარმოებს  2017 წლის პირველი მარტიდან 10 მაისის ჩათვლით.

დებულება, საკონკურსო განაცხადის ფორმა, სარეკომენდაციო წერილის ფორმა, საკონკურსო კომისია


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მისამართი: ქ. ბათუმი, ლ. გუდიაშვილის ქუჩა №4.

ტელ:  577 12 65 05, leagogitidze@gmail.com - ლიკა გოგიტიძე

Facebook: განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 


კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები