აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ზაალ მიქელაძე ევრაზიის ზიანის შემცირების ქსელის ღონისძიებას დაესწრო

20 თებერვალი, 2017

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გლობალ ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების - „ზიანის შემცირება მუშაობს-დააფინანსე“ და „პარტნიორობა თანასწორი ხელმისაწვდომობისთვის აივ-ის სფეროში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.  

„სახელმწიფო მზად არის საკუთარ თვზე აიღოს იმ პროგრამების დაფინანსება რაც გლობალ ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მაგალითად მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია მაისის თვეში სრულდება და მას სრულად სახელმწიფო დააფინანსებს“- განახადა მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.

„ქვეყანაში შემუშავაბულია გარდამავალი პერიოდის გეგმა, რომელშიც გაწერილია შემდგომი ორი წლის განმავლობაში თუ როგორ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ჩართულობა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გლობალ ფონდის პროგრამებიდან გასვლა არ ხდება უცებ და ქვეყანას აქვს შესაძლებლობა 2020 წლამდე ჩაანაცვლოს“ - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის შიდსის პროგრამის მენეჯერმა ქეთი სტვილიამ.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში აივ ინფექციისა და ტუბერკულოზის პროგრამების დაფინანსების ძირითად წყაროს „გლობალ ფონდი“ წარმოადგენს. ასევე, ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს მეთადონით ჩანაცვლებით თერაპია. გარდა აღნიშნულისა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან, თუმცა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ფონზე, ქვეყნისთვის გამოყოფილი დახმარება ეტაპობრივად მცირდება და დაფინანსებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოზე გადადის.

შეხვედრაზე, გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის  თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ აივ-ინფექცია-შიდსის მოწყვლადი ჯგუფებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თორმეტზე მეტი ქვეყნიდან.

 


კალენდარი

<<
<დეკემბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
4827282930123
4945678910
5011121314151617
5118192021222324
5225262728293031
011234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები