აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ზურა ჭურკვეიძე „გოდერძი რიზორტსის“ დირექტორად დაინიშნა

21 თებერვალი, 2017

შპს „გოდერძი რიზორტს“ ზურა ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. „ჩვენ გვჭირდება 4 სეზონიანი მთის კურორტები და ეს მიზანი უახლოეს მომავალში განხორციელდება“- ამ სიტყვებით რამაზ ბოლქვაძემ კურორტის ადმინისტრაციის შენობაში შეკრებილ თანამშრომლებს მიმართა.

„აჭარის მთის კურორტების განვითარება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მხრივ „გოდერძს“ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კურორტმა ფუნქციონირება 2014 წელს დაიწყო და დღეს ის ერთ-ერთ საინტერესო ზამთრის კურორტად ითვლება მთელს საქართველოში. მინდა პირველ რიგში გაწეული საქმიანობისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჯემალ ბოლქვაძეს, რომლის დაუღალავი მუშაობის შედეგად არაერთი სასიკეთო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. წარმატებებს ვუსურვებ ჯემალ ბოლქვაძეს. ის აუცილებლად გააგრძელებს ჩვენს გუნდში საქმიანობას. ზურა

ჭურკვეიძე სამინისტროს ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია. ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, 13 წელია უწყების ქონების მართვისა და პრივატიზების მიმართულებას ძალიან ეფექტურად ხელმძღვანელობდა და დღეს უკვე რეგიონისთვის ასევე პრიორიტეტულ დარგს აჭარის მაღალმთიანეთის განვითარების საქმეს ჩაიბარებს. კურორტის ტერიტორიის საინვესტიციოდ ათვისების აქტიური ეტაპი სწორედ ეხლა იწყება და ქონების მართვისა და პრივატიზების კუთხით ახალი ხელმძღვანელის გამოცდილება უმნიშვნელოვანესია. ვუსურვებ წარმატებებს ზურას და მჯერა მისი მუშაობის პერიოდში კურორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა“-განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ახალ დირექტორთან ერთად კურორტში ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ სიახლეებზე და კურორტის ზოგადად განვითარების გეგმებზე ისაუბრა.

„აჭარის მთის კურორტებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ჩემს გამოცდილებას გამოვიყენებ, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ რესურსის ათვისება. კურორტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. გოდერძისადმი ინტერესი,როგორც ტურისტული ასევე საინვესტიციო მიმართულებით საკმაოდ მაღალია. უკვე არსებობს კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა,განსაზღვრულია საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთები, რაც ნიშნავს იმას,რომ აქ მალე არაერთი ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყება. დაგეგმილია კურორტის რებრენდინგი,კურორტს ახალი სათხილამურო ტრასები დაემატება“- განაცხადა ზურა ჭურკვეიძემ.

ზურა ჭურკვეიძე

დაბადების თარიღი: ქალაქი ბათუმი, 25 თებერვალი, 1980 წელი.

განათლება: 1997 სექტემბერი _ 2002 ივნისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ. თბილისი საქართველო. მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატი

• მათემატიკის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

• მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია

2001 სექტემბერი 2004 ივნისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ თბილისი საქართველო. ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობა

2002 ოქტომბერი-2004 ივნისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ თბილისი საქართველო. მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მაგისტრატურა • ინფორმატიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2007 ოქტომბერი -2007 დეკემბერი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.

• სახელმწიფო ადმინისტრირების კურსი – სერტიფიკატი.

2009 30 მარტი – 4 აპრილი შვეიცარიის ტექნიკური ფედერალური ინსტიტუტი (ციურიხი), თსუ მიკროეკონომიკის კათედრა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი; ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრი (ჩEED) საერთაშორისო სემინარი: “სამეცნიერო კვლევების მეთოდოლოგია”

• ეკონომიკის კვლევის მეთოდები – სერტიფიკატი 2008 (თებერვალი) – 2010 (მარტი) შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ. ბათუმი, საქართველო. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის დეპარტამენტი. სპეციალობა - ეკონომიკური თეორია.

• ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი

2010 (ოქტომბერი) - 2015 (თებერვალი) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, საქართველო. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი

• დოქტორის აკადემიური ხარისხი 2005 (აპრილი) –დან ~საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოსიაცია”-წევრი.

2001 თებერვალი-2002 ივნისი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ. თბილისი საქართველო მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირი

• ტურიზმის კომიტეტის თავჯდომარე

2001 აპრილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ. თბილისი საქართველო სტუდენტთა და ასპირანტთა კავშირის სპორტისა და ტურიზმის კომიტეტი პირველადი დახმარების და ბანაკის მოწყობის ტრენინგი

• სერთიფიკატი

სამუშაო გამოცდილება:

2004 (სექტემბერი)-დან 2005 წლის (ოქტომბერი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, პრივატიზების განყოფილება

• მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი 2005 (სექტემბერი)-დან 2008 წლის (თებერვალი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის, პრივატიზების განყოფილება.

• მთავარი სპეციალისტი.

2008 წლის (მარტი)-დან 2011 წლის (ივლისი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საწარმოთა მართვისა და სახელშეკულებო მონიტორინგის დეპარტამენტის სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილება.

• განყოფილების უფროსი.

2011 წლის (ივლისიდან)-დან დღემდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტი.

• დეპარტამენტის უფროსი.

კონფერენციები და სტატიები:

1999, 2000, 2001 აპრილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ. თბილისი საქართველო

• სტუდენტთა და ასპირანტთა 59-ე, 60-ე, 61-ე ცონფერენცია; 1. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “ინტელქტი”

2011 წ, 2(40) გვ. 26 სტატია თემაზე: “პრივატიზაცია და მისი განხორციელების აუცილებლობა”;

2. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი “ინტელქტი” 2012 წ, 3(44) გვ. 5

სტატია თემაზე: “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საინვესტიციო გარემო და მისი გაუმჯობესების პერსპექტივა”;

3. ჟურნალი “საქართველოს საინჟირნო სიახლენი”, 2013 წ., N2(66), სტატია თემაზე: “Geometric and arithmetic means of return on the investment”.

უცხო ენები: რუსული, ინგლისური;


კალენდარი

<<
<ოქტომბერი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
392526272829301
402345678
419101112131415
4216171819202122
4323242526272829
44303112345

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები