აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

მუნიციპალიტეტებში 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია დაიწყო

22 თებერვალი, 2017

21 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამები მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ წარადგინეს.

შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები, სოფლის რწმუნებულები და ჰოსპიტალური დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2017 წელს სამინისტრო 20 პროგრამას ახორციელებს, პროგრამული ბიუჯეტი განისაზღვრება 11 829 990 ლარით.

https://www.facebook.com/images/emoji.php/v7/f92/1/16/2935.png⤵         2017 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები დეტალურად იხილეთ: http://adjara.gov.ge/branches/listpage.aspx?pid=107&gid=3&ppid=97

https://www.facebook.com/images/emoji.php/v7/f92/1/16/2935.png⤵         2017 წლის სოციალური დაცვის პროგრამები დეტალურად იხილეთ: http://adjara.gov.ge/branches/listpage.aspx?pid=108&gid=3&ppid=97

მორიგი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართება. 


კალენდარი

<<
<მარტი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
09272812345
106789101112
1113141516171819
1220212223242526
13272829303112
143456789

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები