აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

თოვლისგან გზის გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

22 თებერვალი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 30 ერთეული ტექნიკა ხუთივე მუნიციპალიტეტში აგრძელებს თოვლისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე პარალელურ რეჟიმში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ბობოყვათი-მახარაძეებისა და ჯიხანჯურის გზის პროფილირება მოშანდაკება და გრუნტის გატანითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე შემდეგი საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს:
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში: ყოროლისთავი-ბარდლუღი-ცენტერაძეების, განთიადი-დოლიძეების, აჭარის აღმართი-სკურდიდისა და აჭარის აღმართი-წიაღის მიმართულებით.
ქედის მუნიციპალიტეტში: კვაშტა-ბოსტნები-ორღანიას, ვაიო-ნაომვალის, სიხალიძეები-გუნდაურის, სიხალიძეები-გარეტყეს, ზედა მერისი-ნაბოსლავის, არძენაძეები-ტაკიძეები-კოკოტაურის, ორცვა-დიდვაკეს, პირველი მაისი-კორომხეთისა და სილიბაური-ნამონასტრევის მიმართულებით.
შუახევის მუნიციპალიტეტში: ცინარეთის გზის, კვიახიძეები-ლომანაურის, უჩამბა-წაბლანას, შუახევი-თერნალის, ახალდაბა-წყაროთას, დღვანის გზის, წყალსაყარი-ინწკირვეთისა და ვანის გზის მიმართულებით.
ხულოს მუნიციპალიტეტში: ვაშლოვანი-შურმულის, ღორჯომი-ბახმარო(ცეცხლაძეები)-ს, ჭახაურის გზის, მეკეიძეები-მეხელაშვილების, დანისპარაული-ველათის, თხილვანა-ბაკოს, აგარა-ყიშლას, ფურშუკაული-რაგვთას, რაგვთასა და ვაშლოვანი-სხანდარას მიმართულებით.

კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები