აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი

გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს.

24 თებერვალი, 2017

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 30 ერთეული ტექნიკა მუნიციპალიტეტებში აგრძელებს დამეწყრილი ადგილებისა და თოვლისგან გზების გაწმენდით სამუშაოებს. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე პარალელურ რეჟიმში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ლეღვა (ჯიხანჯურის საზღვარი) გზის პროფილირება მოშანდაკება და გრუნტის გატანითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე შემდეგი საავტომობილო გზების გაწმენდა მიმდინარეობს:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში: ჭახათი-ცხემლვანას მიმართულებით.
ქედის მუნიციპალიტეტში: ზედა ოქტომბერი-გოგინიძეების, პირველი მაისი-კორომხეთის, მერისი-საყავრიას, წონიარისი-კეხივრისა და პირველი მაისი-სალაძეების მიმართულებით. მეწყერის წმენდა მიმდინარეობს ცხმორისი-კოკოტაურის გზაზე. 
შუახევის მუნიციპალიტეტში: ჭვანა-ცივაძეების, ხიჭაური-ნაღვარევის, გოგაძეების გზის, წყაროთას გზის, ჭალა-გომარდულის, ქიძინიძეების გზის, დღვანის გზის, ვანის გზის, ჭალა-გომარდულის, წყალსაყარი-ინწკირვეთის, ცხემლისი-დარგულას, შუახევი-უჩამბას, შუახევი-ჭყალსაყარის, ხიჭაური-ნაღვარევის, ჩანჩხალო-სათიხეთი-წანკალაურისა და შუბანი-კობალთას მიმართულებით, ხოლო ხიჭაური-ნაღვარევის მიმართულებით მიმდინარეობს მეწყერის წმენდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში: დიდაჭარა-ღორჯომის, ახალი-უბანის, მეკეიძეები-მეხალაშვილების, ბეღლეთი-ყიშლას, გელაურას გზის, ტაბახმელას გზის, სხანდარას გზისა და წაბლანის გზის მიმართულებით.

კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-73-66

სოციალური ქსელები