აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სოფელ კაპრეშუმში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

26 თებერვალი, 2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ახალი სკოლის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ესწრებოდნენ.

ახალი სკოლის მშენებლობა ძველ სკოლაზე გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილას გადაწყდა. სკოლის მშენებლობის ადგილად შერჩეული იქნა კაპრეშუმის სოციალური სახლის მიმდებარე ტერიტორია, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს ადგილზე მიიღონ განათლება. პროექტის მიხედვით აშენდება ორსართულიანი შენობა, რომელიც ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება. სკოლაში იქნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, ექიმის კაბინეტი, ღია სპორტული მოედანი. სკოლა ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. სკოლა 300 მოსაწავლეზეა გათვლილი და 2017-2018 წლის სასწავლო წლისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას.

სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ ფარგლებში ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ ლადა“. სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება განისაზღვრა 911 002 ლარით.

2017 წელს სამინისტრო მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განახორციელებს 5 საჯარო სკოლის მშენებლობასა და 27 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციას, რისთვისაც სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილია 6 478 000 ლარი. ღონისძიებას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები სულიკო თებიძე და მირან ქათამაძე ეწრებოდნენ.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები