აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ქ.ასტანაში აჭარის საინვესტიციო ფორუმი გაიმართება

27 თებერვალი, 2017

ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში დღეს საინვესტიციო ფორუმი ჩატარდება. შეხვედრაზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალურ პრეზენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი გამართავს. ფორუმის მონაწილეებს აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიეწოდებათ. ფორუმის სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.

კურორტი „გოდერძის“ განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. უკვე განსაზღვრულია საპრივაზტიაციო მიწის ნაკვეთები, შეიქმნა კურორტის განშენიანების რეგულირების გეგმა. პოტენციური ინვესტორები დღესვე აღნიშნული საკითხებისა და სამთო კურორტის პოტენციალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

ფორუმზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დამსწრეებს სიტყვით მიმართავს. ზურაბ პატარაძე მოგვიანებით ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.

ფორუმის ფარგლებში ქართული და ყაზახეთში მოქმედი კომპანიები პირისპირ შეხვედრებს გამართავენ, რაც სამომავლოდ მათი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ასტანაში ვიზიტის ფარგლებში ასევე აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია განხორციელდება. უცხოელი სტუმრები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, ქართულ ფოლკლორს, ქართულ ღვინოს და ეროვნულ სამზარეულოს გაეცნობიან.

ასტანაში ოფიციალური ვიზიტით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. დელეგაცია ყაზახეთის რესპუბლიკას 1 მარტს დატოვებს.


კალენდარი

<<
<აგვისტო 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3131123456
3278910111213
3314151617181920
3421222324252627
3528293031123
3645678910

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები