აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ზაალ მიქელაძე გაეროს ასამბლეის პროექტის მონაწილეებს შეხვდა

27 თებერვალი, 2017

აჭარის / ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის 25 მონაწილეს შეხვდა.

მინისტრმა დელეგატებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტებ გააცნო, ასევე უპასუხა მათ შეკითხვებს.

ფორუმი 25-27 თებერვალს ტარდება და მასში 600-მდე დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეის მიზანი ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად 17 გამოწვევაზე მსჯელობაა, რომლის წინაშეც დგას მსოფლიო: განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა

დელეგატები 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე გამართულ სესიებსა და დებატებში ღებულობენ მონაწილეობას.
გაეროს მოდელირებული ასამბლეა საქართველოში მესამედ, ბათუმში კი მეორედ არასამთავრობო ორგანიზაციისმრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისათვის'' ორგანიზებით ტარდება




კალენდარი

<<
<აპრილი 2017>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
13272829303112
143456789
1510111213141516
1617181920212223
1724252627282930
181234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-72

სოციალური ქსელები